ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა.
მისი თქმით, კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.
„ეს იძლევა გარანტიას უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდასაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა.