ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

საქართველოს პირველი ჩოგანი, მსოფლიოს 129-ე ნომერი 34 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაკოში იმყოფება, სადაც პრესტიჟული მონტე კარლოს მასტერსის ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძოლებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ჩვენებურის მეტოქე 35 წლის გერმანელი, მსოფლიოს 75-ე ნომერი, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იქნება, რომელსაც ქართველი კარიერაში მეცხრედ დაუპირისპირდება და ერთ-ერთი ურთერთშეხვედრებში წინ გაიჭრება, რადგან ანგარიში ამჟამად 4-4-ია.
მატჩი დღეს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული და თუ ნიკოლოზმა ეს ბარიერა დაძლია, კვალიფიკაციის ფინალში ან ჩილელ კრისტიან გარინს, ან ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს შეხვდება.
შეხსენებისთვის, მონტე კარლოს მასტერსის საპრიზო თანხა 6,309,095€ გახლავთ და მასში მონაწილეობას თითქმის ყველა წამყვანი ჩოგბურთელი იღებს.