მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს – ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ალესანდრო ნესტამ “ტოტენჰემის” ახალი დამრიგებლის რობერტო დე ძერბის ერთ-ერთი ასისტენტის როლი არ ისურვა.
მას აღნიშნული პოსტის დაკავება შესთავაზეს, მაგრამ იტალიელს სურს, რომ კვლავ დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძოს. ის აქამდე -ში “მაიამის”, სამშობლოში კი “პერუჯას”, “ფროზინონეს”, “რეჯიანასა” და “მონცას” მოძღვრავდა.
რაც შეეხება დე ძერბის, რობერტომ “დეზებთან” კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და თქვა, რომ გუნდში იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ “ტოტენჰემი” პრემიერ ლიგიდან გავარდება.