ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ნიდერლანდური “აიაქსის” დამრიგებელი მომავალი სეზონიდან შესაძლოა, 50 წლის ესპანელი სპეციალისტი მიჩელი გახდეს, რომელიც 2021 წლის მოყოლებული “ჟირონას” წვრთნის.
ამსტერდამული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჟორდი კრიუფმა გამოცდილ მენეჯერთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ნიდერლანდურ გუნდში მიაჩნიათ, რომ მიჩელის სათამაშო სტილი ფეხბურთელებს იდეალურად შეეფერება.
შეხსენებისთვის, “აიაქსს” ამჟამად დროებით სეზონის ბოლომდე ოსკარ გარსია მოძღვრავს, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის უკვე მესამე მწვრთნელი გახდა.