სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია – ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

Sky Sport Italia-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნული ნაკრების ახალი დამრიგებლის პოსტზე სამ კანდიდატურას განიხილავს.
“სკუადრა აძურას” მომავალ შესაძლო მწვრთნელებად მასიმილიანო ალეგრი, ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი სახელდებიან.
იწერება იმის შესახებაც, რომ ფავორიტი მანჩინია, რადგან ალეგრის “მილანში”, ხოლო კონტეს “ნაპოლიში”, საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი აქვთ და მათ გაშვებას არც კლუბის ბოსები აპირებენ.
რაც შეეხება მანჩინის, რომელიც იტალიის ნაკრებს 2018-დან 2023 წლამდე უკვე ხელმძღვანელობდა, ის კატარის “ალ-სადს” უდგას სათავეში და “სკუადრა აძურაში” სიამოვნებით დაბრუნდება.
შეხსენებისთვის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მუნდიალზე ვერ გასვლის შემდეგ, ჯენარო გატუზოს დათხოვნის შესახებ გუშინ გვაუწყა.