დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა – ბელგიელმა “ნაპოლიში” გადასვლის მიზეზი ახსნა

“ნაპოლის” 34 წლის ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც “პარტენოპეიში” გადასვლის მიზეზი ახსნა. ბელგიელმა აღნიშნა, რომ “ინტერთან” 7-ქულიანი სხვაობის მიუხედავად, ჩემპიონობის ამ სეზონში კიდევ სჯერა.
“ნაპოლის” ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო გეგმა ჰქონდა. მინდოდა მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელება და აქ ამის შესაძლებლობა მომეცა. ასე რომ, ეს ყველასთვის საუკეთესო არჩევანი იყო.
როგორც საფეხბურთო კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაშიც უნდა ვეცადო, რომ ბედნიერი ვიყო. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი და მინდა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.
ცხადია, აქ ინგლისისგან ბევრად განსხვავებული სიტუაციაა. მენტალიტეტის, კლიმატის და ცხოვრების განსხვავებული წესის თვალსაზრისითაც კი. მანჩესტერში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ გარემოს შეცვლა ადვილი არ იყო, მაგრამ ახლა ყველა ადაპტირებული ვართ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, რთული პერიოდები გვქონდა. რამდენიმე დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ და ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა. სკუდეტო? – რა თქმა უნდა, ყველაფერი “ინტერზეა” დამოკიდებული, მაგრამ მათ 14 ქულით ჩამოვრჩებოდით, ახლა კი სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გუნდი ახლა მხოლოდ შემდეგ თამაშზეა კონცენტრირებული და ორშაბათს “მილანთან” გამარჯვებას ვგეგმავთ”, – თქვა დე ბრუინმა.