ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

საქართველოს პირველმა ჩოგანმა და მსოფლიოს 129-ე ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში 35 წლის გერმანელი, მსოფლიოს 75-ე ნომერი, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრამდე ერთი გამარჯვება აშორებს.
მონტე კარლოს კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზის მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი. 34 წლის ქართველი ან ჩილელ კრისტიან გარინს, ან ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს შეხვდება.
შეხსენებისთვის, მონტე კარლოს მასტერსის საპრიზო თანხა 6,309,095€ გახლავთ და მასში მონაწილეობას თითქმის ყველა წამყვანი ჩოგბურთელი იღებს.