აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პამელა ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ტამპის თქმით, გენერალური პროკურორის მოვალეობას ტოდ ბლანში შეასრულებს. თუმცა, ამერიკულ მედიაში წერენ, რომ, საკითხის მცოდნე პირების თქმით, მუდმივ კანდიდატად ლი ზელდინი, ამჟამინდელი გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, განიხილება.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ბონდი “დიდ ამერიკელ პატრიოტად” და ერთგულ მეგობრად მოიხსენია. მან შეაქო მისი საქმიანობა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და აღნიშნა, რომ ის კერძო სექტორში “მნიშვნელოვან ახალ სამუშაოზე” გადავა, თუმცა პოზიცია არ დაუზუსტებია.
ბლანში, რომელიც პროკურორის მოვალეობას შეასრულებს, ტრამპის პირადი ადვოკატი იყო და იცავდა მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
The Washington Post-ის შეფასებით, ტრამპი უარყოფითად უყურებდა ბონდის მიერ ჯეფრი ეპსტინის საქმისადმი მიდგომასა და უკმაყოფილო იყო, რომ პრეზიდენტის ოპონენტების წინააღმდეგ საქმეები წინ ვერ მიდიოდა.