– განსაკუთრებულად სუბიექტური დამოკიდებულება მექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება აისახოს რაღაცნაირად ჩემს საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე

განსაკუთრებულად სუბიექტური დამოკიდებულება მექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება აისახოს რაღაცნაირად ჩემს საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ განაცხადა.
ის სამთავრობო გეგმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, პარლამენტს წარედგინება 10 თვის სამოქმედო გეგმა, ს შემდეგ კი წარადგენენ 4 წლის გეგმას. კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ დიდი პროექტების გაგრძელება, რომელიც აქამდე არსებულ სამთავრობო გეგმაში იყო ჩადებული.
„რაც შეეხება სამთავრობო გეგმებს, შესაბამისი პროგრამა მაქსიმუმ ხვალ წარედგინება ოფიციალურად პარლამენტს, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და იქ იქნება ასახული აბსოლუტურად ყველა პრიორიტეტი. თქვენ გესმით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია 10- თვიან პროგრამაზე, მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, იქ წარვადგენთ განახლებულ, 4-წლიან ჯერ საარჩევნო და შემდეგ სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში – არის ძალიან მსხვილი პროექტები, იგივე უმსხვილესი ავტობანის პროექტი, რომელიც ბოლომდე არის მისაყვანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ ღონისძიებებზე, თუმცა ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი ფაზისთვის. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება სამთავრობო პროგრამაში და შემდეგ ჩვენს გამოსვლებში, როდესაც ჩვენ წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე“,- განაცხადა მ.
ამასთან, მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან განურჩევლად მათი კომერციული კუთვნილებისა.“
„ჩვენ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, ყველა კითხვას ვპასუხობთ და გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან განურჩევლად მათი კომერციული კუთვნილებისა.“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა