კორუფციის გამო გრიგოლ ბესელია -დან გაუშვეს – ბათუმელები

28 აპრ, 2025 – გრიგოლ ბესელია ჩვენებას აძლევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზეაჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია, რომელიც 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, -ში აღარ მუშაობს. ინფორმაცია ტაბულას უწყების პრესსამსახურმა დაუდასტურა. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
3 აპრილს, ბათუმელებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ინფორმაციით, გრიგოლ ბესელია შსს-დან კორუფციის გამო გაუშვეს.
“პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს” – წერს ბათუმელები.
ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.
გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
ბესელია ლიტვის მიერ სანქცირებული მაღალჩინოსანია.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბესელია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, ის 2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა.
“ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, აქცია დაიშალა” – რა თქვა სასამართლოზე გრიგოლ ბესელიამ
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს.
6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ამაღლობელის ვადამდე გათავისუფლება იქნება სამართალდამცავების უპატივცემულობა – პვგ-ს კომისია