ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს შესახებ ისაუბრა.
კაპელოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა, გატუზო თანამდებობიდან არ უნდა გაათავისუფლონ.
“გატუზოს შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებას არ ვიჩქარებდი და მას დაუყოვნებლივ არ გავათავისუფლებდი. არ დაგვავიწყდეს, რომ მან სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც ხასიათი აკლდა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. ჩემი აზრით, გატუზო კიდევ ორ მატჩს იმსახურებს”, – განაცხადა კაპელომ Sky Italia-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. იგი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება.