თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სამთო-მოთხილამურეები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც 4-5 აპრილს გუდაური უმასპინძლებს.
ის პრიზიორები, რომლებიც მესტიის, გოდერძის, ბაკურიანის ეტაპებზე გამოვლინდნენ, საქართველოს ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. შეჯიბრი კუდების ტრასაზე ჩატარდება და მოიცავს სლალომისთვის – 700 მ, გიგანტური სლალომისთვის – 1 კმ დაძლევას, ორ-ორი ცდით. თითო ცდა ჩატარდება ყველაზე უმცროსი ასაკის მონაწილეებისთვის.
ყოველწლიურად, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, M.T.A („ემ თი ეი“) თანაორგანიზებით და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას უზრუნველყოფენ. მასში სპორტული სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ.
ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების ჩატარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უწყობენ ხელს.
R