“შე აგენტო”, “გააგებინეთ კობახიძეს” დაპირისპირება ფასების კომისიაზე (ვიდეო)

პარლამენტში, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა, დღეს 3 აპრილს მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მედიკამენტების ფასებზე მსჯელობა კამათში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ერთ მომენტში სატელევიზიო ტრანსლაციის ხმაც კი გათიშეს.

დაპირისპირება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის ძალის“ დეპუტატ ეკა სეფაშვილსა და  გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქციის წევრს ,  დაჯი კოვზირიძეს შორის დაიწყო, მანამდე იყო კონფლიქტი კოვზირიძესა და საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს შოთა ბერეკაშვილს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა