-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა

თეთრი სახლის ცნობით, -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.

ინფორმაციის თანახმად, ის ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, რომ ჯეი დი ვენსთან ერთად ბუდაპეშტში მეორე ლედი, უშა ვენსიც ჩავა.

ჯეი დი ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.

როგორც Reuters წერს, ეს  ვიქტორ ორბანისთვის 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე რთული იქნება.

წინასწარი მონაცემები და გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი – ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი – ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო