Reuters – ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვას იწყებს

ევროკომისია შაბათს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ს წინააღმდეგ ახალი სანქციების დეტალების შესახებ არაფორმალურ მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს, – ინფორმაციას Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი მზადაა, 24 თებერვალს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით სასანქციო ზომების მე-13 პაკეტი შეადგინოს.
დისკუსიები, რომელიც შაბათს იწყება, არის ბოლო ნაბიჯი იქამდე, სანამ კომისია ოფიციალურად წარადგენს ახალ პაკეტს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ და საბჭოში კენჭს უყრიან.
წინადადება, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის ხარვეზების აღმოფხვრაზე, განსაკუთრებით იმ კომპონენტებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე, ასევე ის შეეხება ბევრ ახალ ფიზიკურ პირსა და კომპანიას.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ასევე შესაძლებელია იმპორტზე დაწესებული აკრძალვების გაფართოება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსული ალუმინის და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს