[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა – ქართველი “ატლანტასთან” გააძევეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “ატლანტა ჰოუქსთან” 101:130 დამარცხდა.
გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 15:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 დაფარება მიითვალა.
სამწუხაროდ, ქართველი მორიგ უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვია. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, გოგამ ჯოკ ლენდეილის წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც ქართველი მოედნიდან გააძევეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ატლანტას” მსროლელი ნიკელ ალექსანდერ-უოლკერი გახდა, რომელმაც 33 წუთში 32 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, “ორლანდო” 40 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მორიგ შეხვედრას 4 აპრილს, “დალას მავერიქსის” წინააღმდეგ გამართავს.