“ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია” – პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
ესპანელმა სპეციალისტმა ვეტერანი ფეხბურთელის ვარჯიშისადმი დამოკიდებულებით აღფრთოვანება ვერ დამალა.
“არ შემიძლია რონალდოს მომავალზე ვისაუბრო. მას გამაოგნებელი მენტალიტეტი აქვს, მუდმივად ცდილობს, რომ ყოველდღე საუკეთესო კონდიციებში იყოს.
მართალია, მას რბილი ქსოვილების ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჯგუფური ვარჯიშისთვის მზადებას დაიწყებს. ეს სერიოზული პრობლემა არ არის.
კრიშტიანო ჩვენი კაპიტანია. მისი როლი ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტია: ის საჯარიმოში ბოლო, გამამწვავებელ მოძრაობებს აკეთებს, მეტოქის კარს საფრთხეს უქმნის და შესანიშნავი ფინიშერია. მისი აზროვნება ნამდვილად შთამაგონებელია. ის ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. არასდროს იცი, როდის დადგება დასასრული”, – მარტინესის სიტყვებს ბენ ჯეიკობსი ციტირებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში რონალდომ ყველა ტურნირზე 26 მატჩი გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.