იამაყეთ გიორგი ფოცხიშვილით

იამაყეთ გიორგი ფოცხიშვილითქართული საბალეტო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელი მსოფლიო სცენებზე უდიდესი წარმატებით ცეკვავს. მის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება. მფრინავი ქართველი  ნიდერლანდების საბალეტო დასის წამყვანი სოლისტია.ამჯერად ბალერონმა მთავარი პარტია შეასრულა ლუდვიგ მინკუსის ბალეტში “ბაიადერა”. მსოფლიო პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა და გიორგის ბრწყინვალე შესრულებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.