პაატა მანჯგალაძე – დარწმუნებული ვარ, გვარამიას უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს საარჩევნო პროცესში, თუ სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება – გადაწყვეტილება სააკაშვილმა, გვარამიამ და კოალიციის ლიდერებმა უნდა მიიღონ

საარჩევნო სტრატეგიას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, გვარამიას კვლავ უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს პროცესში, თუ სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გვარამიას 4 დღის წინ ესაუბრა და არ ჰგონია, რომ მას რაიმე ანტაგონიზმი აქვს „გამარჯვების კოალიციის“ მიმართ, თუმცა, ალბათ ფიქრობს, რომ ცალკე მეტის მოტანა შეუძლია ოპოზიციური პროცესისთვის.
„წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს, “დროას”, “გირჩს”, ასევე ს. რაც შეეხება საარჩევნო სტრატეგიას, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ნიკა გვარამიას კვლავ უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს პროცესში, თუ მას ამის სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება. ვინც გამოდის ცალკე გამოდის და ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას,” ბუნებრივიც არის, ვერავინ გახდება მიშაზე უფრო მიშა ან „ნაცზე“ უფრო „ნაცი“, ამიტომ ბუნებრივია ეს პროცესი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
არ დაგიმალავთ, 4 დღის უკან საუბარი მქონდა პირადად გვარამიასთან, მაგრამ ეს იყო უბრალოდ მეგობრების მოკითხვა. ვისაუბრეთ მომავალი გამარჯვების სტრატეგიაზე. გამარჯვებას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციამ მეტი სწორება გააკეთოს ხალხზე, მეტი ესაუბროს ახალგაზრდებს და ნაკლები იკინკლაოს ერთმანეთში. ნიკა გვარამია და მე 2003 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მუდმივი კომუნიკაცია მქონდა, ციხეში რამდენჯერმე ვინახულე. ჩვეულებრივი ნაცნობების და მეგობრების შეხვედრა იყო და ამას პოლიტიკური შეფერილობა არ ჰქონია.
მე ვიცნობ მას, ვიცი მისი განწყობა და ვფიქრობ, ის რომ “გაემიჯნა” და რაიმე ანტაგონიზმი “გამარჯვების კოალიციასთან” დაკავშირებით არ აქვს. ჩემი დაკვირვების შედეგია, რომ მას გამარჯვების კოალიციასთან რაიმე წინააღმდეგობა არ აქვს. ნიკა ალბათ ფიქრობს, რომ ცალკე უფრო მეტის მოტანა შეუძლია საერთო ოპოზიციური პროცესისთვის,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გვარამია შეიძლება “გამარჯვების კოალიციაში” ვიხილოთ და ხომ არ ფიქრობს ის ამ საკითხთან, მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი კომენტარი გვარამიასთან დაკავშირებით პასუხობს მხოლოდ კითხვას იმის თაობაზე, ემიჯნება თუ არა გვარამია “გამარჯვების კოალიციას”. მისივე თქმით, “გვარამია არაფერს არ ორჭოფობს, არ უჭირს მედიასთან საუბარი და თავად მოყვება ყველაფერს, რასაც ფიქრობს.”
“ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნიკამ და კოალიციის ლიდერებმა, ამაზე მე როგორ შემიძლია რაიმე დავადასტურო ან უარვყო? ამაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გვარამიამ და გამარჯვების კოალიციის ლიდერებმა უნდა მიიღონ,”- განაცხადა მანჯგალაძემ.