მეტროსადგურ “ავლაბრის” რეაბილიტაციის დასრულება ზაფხულამდე გადაიდო

სამუშაოები გაზაფხულის ნაცვლად ზაფხულში დასრულდება. განახლებული ვადა ჟურნალისტებთან საუბარში წერეთლის გამზირზე დაასახელა თბილისის მერმა მ, რომელიც იქ სატრანსპორტო გზის გახსნის შემდეგ მივიდა.
წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის დასრულების ვადამაც იანვრიდან მარტამდე გადაიწია. დღეს მხოლოდ გზის სავალი ნაწილი გაიხსნა.
“რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება”, – თქვა თბილისის მერმა.
რეაბილიტაცია სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულების დადებიდან უკვე 18 თვეა გასული – სამუშაოების დასრულების ვადამ კიდევ ერთხელ გადაიწია.
“ავლაბრის” რეაბილიტაციისთვის 4,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს “ბადა გრუპთან” (“ბადა ქონსთრაქშენ”) 2022 წლის 17 ივლისს დაიდო. ერთი წლისთავზე, 2023 წლის ივლისში კი, კონტრაქტორს ხელშეკრულება 2024 წლის 15 მარტამდე გაუგრძელეს.
იგივე კომპანია ასრულებს მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. ამ შემთხვევაში 13,4-მილიონიანი ლარის ოდენობის ხელშეკრულებაც ტენდერის გარეშე დაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად