„ასე იყო საჭირო და იმიტომ“ — ზავრადაშვილის პასუხი კითხვაზე, „რატომ მოგატყუათ ივანიშვილმა?“

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა „საჭირო იყო“ და პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.
ირმა ზავრადაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა მას კითხვები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც 1 თვის წინ აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ იგეგმებოდა.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა და ახლა მასთან კითხვები არ გაქვთ, რატომ მოგატყუათ მაშინ?“, — ჰკითხეს ჟურნალისტებმა ზავრადაშვილს.
ჟურნალისტების პასუხად ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა:
„თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იქნება?! ასე იყო საჭირო და იმიტომ“, — განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული