[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე – საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი მალტა 4:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია ჩვენი გუნდის კაპიტნის სიგუას დუბლი და „ზილინას“ 20 წლის ცენტრალური მცველის ნარიმანიძის (სიმაღლე 191 სმ) კარგი თამაში.
სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მასპინძლებმა შეუტიეს და შედეგსაც მიაღწიეს – ორი გოლი თავით გაიტანეს. ჯერ საჯარიმოდან პარკაძის ჩაწოდებულ ბურთს წულუკიძემ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი, მერე კი ნარიმანიძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, სიგუამ აბელას დაასწრო და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის ბოლოს ნარიმანიძემ ისევ შორიდან დაარტყა და სისონსს კარის ცხრიანში გაუტანა.
მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქე იერიშებზე გადმოვიდა და მომენტებიც შექმნა: ზედ კარის ხაზიდან ნახტომში ბურთი ნარიმანიძემ გამოიტანა, ხოლო ცოტა ხანში პიტსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. 68-ე წუთზე ნარიმანიძემ ტრავმა მიიღო და გიუნაშვილმა შეცვალა. შემდეგ სიგუამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სახლში საბერძნეთთან ჩაატარებს.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო – მალტა 4:1
გოლები: 0:1 ელული (2), 1:1 წულუკიძე (9), 2:1 სიგუა (21), 3:1 ნარიმანიძე (42), 4:1 სიგუა (78)
საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი, ნარიმანიძე (გიუნაშვილი 68), ამისულაშვილი, ხარებაშვილი, დადიანი (ბერელიძე 89), ჯაფარიძე (დეისაძე 46), ეგოიანი, წულუკიძე (ჩიქოვანი 59), პარკაძე (ბართიშვილი 59), სიგუა