დამეწყრილი სოფელი კურსები 29 მარტის ფოტოებში:ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში 12 მარტის ღამეს მეწყრული პროცესები დაიწყო, რის შედეგადაც ამ დროისთვის დანგრეულია 5 სახლი. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბზარული და დაზიანებული ბევრად მეტია. ამ დროისთვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, 45 ოჯახი გადანაწილებულია სასტუმროებში გელათსა და ქუთაისში.ფოტო: ლევან ზაზაძე ადგილობრივების თქმით, 12 მარტის შემთხვევამდე მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად, ყველა ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა.ფოტო: ლევან ზაზაძე მეწყერმა დააზიანა ქუთაისი-ტყიბულის მთავარი დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ამ დრომდე საავტომობილო გზით სარგებლობა შეუძლებელია.ფოტო: ლევან ზაზაძე გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ კურსებში გეოლოგები მონიტორინგს აგრძელებენ, მეწყრული პროცესები კი სტაბილიზაციის ფაზაშია გადასული.ფოტო: ლევან ზაზაძე
