რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას? – საბა ბუაძე

41
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, საბა ბუაძე:
,,დღეს ნარმანიამ ელექტროენერგიის მორიგი 5 თეთრიანი გაძვირების შესახებ გვამცნო.
რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას?
1. ტოტალური კორუფცია;
2. უკიდურესი უცოდინრობა და ხედვის არარსებობა.
რათქმაუნდა ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ქვეყანაში არათუ არ ვითარდება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა.
ქვეყანაში საკმარისად არ ვითარდება ელექტროენერგიის გამომიშავების არც ერთი მიმართულება – გამოუყენებელია ჰიდრო-რესურსები, აუთვისებელია ქარის და მზის ენერგიის რესურსი, რამაც უნდა შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება.
მინიმუმ სამი ჰესი მახსენდება, რომელთა მშენებლობაც არა მხოლოდ გაჩერდა, არამედ სახელმწიფოს დამატებით უდიდესი ფინანსური ზიანი მოუტანა – ესენია ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი. ამავდროულად თითებზე ჩამოსათვლელია ქარის და მზის სადგურების რაოდენობა, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ეკონომიკას – მხოლოდ 2026 წლის თებერვალში საქართველომ იყიდა თითქმის 8 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია.“

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”