გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

პრაღაში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ  მეათე ადგილი დაიკავა.
გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე პოზიციაზე იყო, თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 128.89  ქულა დაიმსახურა და ჯამში დაგროვებული 198.81 ქულით მეათე ადგილზე გავიდა.
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ორი კვოტა ექნება და ინგა გურგენიძეც იასპარეზებს.
მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს დასრულდება – მამაკაცთა შორის თავისუფალ პროგრამაში ნიკა ეგაძე, სპორტულ ცეკვებში კი თავისუფალ პროგრამაში გლებ სმოლკინი და დიანა დევისი გამოვლენ.