სკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გააკრიტიკა:
“ცხადია, მათ რამდენიმე მართლაც კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ დღეს საღამოს, როგორც ისინი მოედანზე მოქმედებდნენ, მე მსაჯის პროვოცირებად და სირცხვილად მიმაჩნია. ასე არ შეიძლება. ჩვენ სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდებოდა, რაც ძნელია.
ისე იქცეოდნენ, თითქოს ტრავმირებულები იყვნენ. ამას ძნელია ფეხბურთი უწოდო. მოედანზე კოტრიალი და ჩვილი ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა. ჩვენ თამაშის გაგრძელებას და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვცდილობდით, ორჯერ დავბრუნდით თამი, ისინი კი განუწყვეტლივ მსაჯის პროვოცირებას აგრძელებდნენ”, – ციტირებს
მაკტონომეის The Scotsma-ი.