“გვსურს ესპანეთთან დავამტკიცოთ, რომ წინა მატჩში არ გაგვიმართლა” – კვარაცხელიას და ქოჩორაშვილის კომენტარი

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მ და გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთეს.
ხვიჩა კვარაცხელია: “შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით.
მნიშვენლოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავატმკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო”.
გიორგი ქოჩორაშვილი: “თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამი, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2
დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატო, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა”.