“ბაზარ აკონჩენ, შიო ვორ!” – თავად მეუფე შიოზე ძალადობენ ამით” – ნათია ფანჯიკიძე

47
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
რა მაგის პასუხია და “ბაზარ აკონჩენ, შიო ვორ!” – ამგვარი კარიკატურული “ბლატაობით” რომ ძალადობენ, ვითომ “ვიღაც ხალხზე”, რომელიც ვითომ-ვითომ მოწინააღმდგეა, ან რამეს წყვეტს და აი, ამათ მოუგვარეს რა, წარბების ქაჩვით…
ამით, ერთი მხრივ, თავიანთ ამომრჩეველს უქმნიან ილუზიას, ვითომ რამე ომი მიდის ვინმესთან და დევებს ამარცხებენ სადმე და მეორე მხრივ, თავად მეუფე შიოზე ძალადობენ ამით – “მოლ”, თუ აგირჩიეს, იცოდე, შენ კი არ გაქვს რამე ავტორიტეტი და ფასი, ეს ჩვენ აგაფარეთ წინ ჩვენი სიფათების პლაკატები, ანუ ჩვენი დანიშნული იქნებიო.
მთავარი მიზანი კი ის აქვთ, არცერთმა მომდევნო პატრიარქმა აღარ აკრიფოს საკმარისად დიდი ძალა და თავიდანვე ნაღმავენ ტერიტორიას.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)