რიში: “ოცნების” ერთპარტიულობის ფონზე, მთავრობის ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთებას იწვევს

-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა Independence Avenue Meida-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ -ში “ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.
“თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობებისადმი საკუთარი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია. იმედი მაქვს [საქართველოს მთავრობა] ამ კურსს შეცვლის” – თქვა მან.
რიშმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები სენატსა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტში MEGOBARI აქტის მიღებაზე მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ს ახალი ელჩების დანიშვნის სავარაუდო ვადების შესახებ კითხვაზე სენატორმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და შერჩევის რთული პროცესის გათვალისწინებით, ელჩები რაც შეიძლება მალე დაინიშნებიან.