პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წყვილთა შორის ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე იყო, თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, 138.96 ქულა მიიღეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218.41 ქულა მოაგროვეს.
ოქროს მედლებს მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის გერმანული წყვილი დაეუფლა. მესამე პოზიციაზე ლია პერეირასა და ტრენტ მიშოს წყვილი (კანადა) გავიდა.