პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა NATO-ს 2025 წლის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით შესული ჩანაწერის შესახებ მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ “პრობლემა NATO-შია”.
“მოკავშირეებმა ასევე გადახედეს NATO-ს თანამშრომლობას საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების და მათი შედეგების გათვალისწინებით. შედეგად, გადაიხედა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი მიმართულება და ხელახლა განისაზღვრა პრიორიტეტები, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გარკვეული ასპექტებთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა და ეს მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წარმატებული წვრთნებით აღინიშნა. NATO-ს სამოკავშირეო ოფისმა თბილისში გააგრძელა აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე პარტნიორთან” – ნათქვამია NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, “ხედავს თუ არა ქართული ოცნების პასუხისმგებლობას” NATO-ს მიერ აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებაზე, პაპუაშვილმა უპასუხა:
“მოდი, NATO-მ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს, იმაზე იფიქროს 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და , ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი არ ხდებოდა და ვნახეთ კიდევაც ამ თანამშრომლობის ფასი რა იყო. არცერთი NATO-ელი ჯარისკაცი უკრაინაში დღეს არ იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს ევროპული ნაწილი ამაბას ამბობს, რომ იცავთ მათ და ის არის წინა ხაზი. ეს არის ამ თანამშრომლობის შედეგი. […]
პრობლემა არის NATO-ში არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, ამერიკასთან დაკავშირებითაც, ნახეთ -ს პრეზიდენტის განცხადება, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ამერიკამ გააკეთა NATO-სთვის, NATO არაფერს არ აკეთებს -სთვის, ასევე ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმის ფონზე, რაც საქართველომ გააკეთა NATO-სთვის, NATO-ს სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით, ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს. კიდევ ერთხე, ბურთი არის მთლიანად სრულად NATO-ს ტერიტორიაზე, თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საბოლოო ჯამში საკუთარი ალიანსისგან”. – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ გზას, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა