GCCA-ის რეზონანსული მოკვლევები – შეთანხმებული გარიგებების და ჭარბი ფასნამატების სქემები ნავთობპროდუქტების, მედიკამენტების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის

სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება და ინფლაციის მართვა დღეს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და გამოწვევად მიიჩნევა. აღნიშნული პროცესების პარალელურად, მნიშვნელოვანია ბაზრის ფუნქციონირების გამჭვირვალობისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შენარჩუნების საკითხი.„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა მექანიზმებით ებრძვის ქვეყანა ანტიმონოპოლიურდარღვევებს და რა შედეგებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას საქართველოსკონკურენციის ეროვნული სააგენტო (GCCA). ჩვენ გამოვითხოვეთ უწყების მიერ გასული წლების განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური მოკვლევების შედეგები.შეგახსენებთ, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მკაცრადკრძალავს ეკონომიკურ აგენტებს შორის ნებისმიერ შეთანხმებას (ფასების ფიქსაცია, ბაზრების განაწილება თუ ინვესტიციების შეზღუდვა), რომლის მიზანიც ბაზარზე ჯანსაღიკონკურენციის შეფერხებაა.გთავაზობთ იმ რეზონანსული საქმეების ჩამონათვალს, სადაც სააგენტომ კანონდარღვევადაადასტურა და ბაზრის მოთამაშეებს სოლიდური ფინანსური სანქციები დააკისრა:ნავთობკომპანიების საქმესააგენტომ 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ საქმის შესწავლა 2022 წლის აგვისტოში, ბაზრის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. მოკვლევით დადგინდა, რომ კომპანიებს ჰქონდათ მკვეთრად განსხვავებული თვითღირებულების საწვავი (მათ შორის, შედარებით იაფი იმპორტი სხვადასხვა წყაროდან), თუმცა საცალო ქსელში ინარჩუნებდნენ იდენტურ საფასო პოლიტიკას. პროდუქტის თვითღირებულების კლება საცალო ფასებზე პროპორციულად არ ისახებოდა. სააგენტომ კოორდინირებული ქცევა დაასაბუთა როგორც ეკონომიკური ანალიზით (ფასისმიერი კონკურენციის არარსებობა და იდენტური ფასწარმოქმნა), ისე კომპანიების წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაციის ფაქტებით. ამან გამოიწვია ის, რომ მომხმარებელს დაუსაბუთებლად გაძვირებული ფასის გადახდა უწევდა.  შედეგად, ბაზრის 5 მსხვილ ეკონომიკურ აგენტს ჯამში 4 მილიონ ლარამდე ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.კინოს ბილეთების საქმესაქმის მოკვლევა დაიწყო 2023 წელს შპს „ელ.ბილეთების“ (Biletebi.ge) საჩივრის საფუძველზე, თუმცა სანქცია თავად მომჩივანსაც დაეკისრა. მოკვლევით დადგინდა, რომ შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ (რომელიც აერთიანებს „კავეას“ ქსელს, „ამირანსა“ და „აპოლოს“) და შპს „თინეთს“ (Tkt.ge) შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება ექსკლუზივის პირობით. ამის მიხედვით, კინოს ბილეთების ონლაინ გაყიდვის უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ Tkt.ge-ს ჰქონდა. აღნიშნულმა პრაქტიკამ კონკურენცია შეზღუდა და ბაზრიდან განდევნა სხვა სუბიექტები. სააგენტომ გარიგების მონაწილედ მიიჩნია თავად მომჩივანი შპს „ელ.ბილეთებიც“, რადგან გამოიკვეთა, რომ ისიც აქტიურად ცდილობდა თავისი პორტალისთვის (Biletebi.ge) ანალოგიური ექსკლუზიური უფლების მოპოვებას. მოკვლევის პროცესშივე, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით კომპანიებს ექსკლუზივის პირობის მოქმედება შეუჩერა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შედეგად, სხვადასხვა პლატფორმას მიეცა საშუალება თანაბად პირობებში მოეხდეინათ კინოს ბილეთების რეალიზაცია. ჯამურად ელ.ბილეთებს, სადისტრიბუციო კომპანიასა და თინეთს დაეკისრათ ჯარიმა 1 670 258 ლარის ოდენობით.ფარმაცევტული კომპანიების საქმესააგენტომ მოკვლევა 2023 წლის გაზაფხულზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მოკვლევით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტომ იდენტიფიცირება გაუკეთა 42 ონკოლოგიურ მედიკამენტს და გამოავლინა იდენტური ფასწარმოქმნის 88 შემთხვევა (როგორც 2, ისე 3 და 4 კომპანიის მონაწილეობით). სააგენტომ აღნიშნული შეაფასა კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე ქმედებად, რომლის შედეგადაც კომპანიები ინარჩუნებდნენ მაღალ ფასებს, რაც სწრაფად წურავდა ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ წლიურ ლიმიტებს. სააგენტომ აღნიშნულ საქმეში გამოიყენა ეკონომიკური ხასიათის მტკიცებულებები და შესაბამისი ანალიზი, რითაც დადასტურდა, რომ თუ არა შეთანხმება, სხვა მხრივ იდენტური ფასის წარდგენა დახურულ პორტალზე ვერ მოხდებოდა. კომპანიებს დაეკისრათ ჯამურად 53 მილიონ ლარამდე ფინანსური სანქცია.უფასო სასადილოების საქმესააგენტომ 2021 წელს დაასრულა მოკვლევა და 4 კომპანიას დააკისრა ფინანსური სანქცია კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრების გადანაწილების გამო.  კერძოდ, კომპანიები თბილისის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ გამოცხადებულ უფასო სასადილოების ტენდერების ტერიტორიული ნიშნით განაწილების მიზნით ერთმანეთს უზიარებდნენ სტრატეგიულ ინფორმაციას. სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიები წინასწარ თანხმდებოდნენ, თუ ვის უნდა გაემარჯვა კონკრეტულ ტენდერში, რითაც ახდენდნენ ბაზრის გადანაწილებას ტერიტორიული ნიშნით (უბნების მიხედვით). აღნიშნულ მტკიცებას კი საფუძვლად ედო კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვები, შეხვედრების დამადასტურებელი ინფორმაცია, ასევე ტენდერების შესწავლის შედეგად გაკეთებული ანალიზი. მოკვლევის შედეგად, კომპანიებს ჯამურად დაეკისრათ ჯარიმა 39 239 ლარის ოდენობით.დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით აკრძალულია ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. რაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიხატოს ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ბაზრის შეზღუდვა, ჭარბი ფასის დაწესება და ა.შ. დომინანტად ითვლება ეკონომიკური აგენტი, თუ მას შესაბამის ბაზარზე უკავია 40%,  ჯგუფური დომინირება არის სახეზე თუ სამი ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50%-ს აღემატება, ხოლო თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15%-ია, ასევე არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80%-ს აღემატება, ამასთან თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15% -ია . რუსთავის ავტობაზრობის საქმე (ჭარბი ფასი)სააგენტომ საქმის მოკვლევა 2023 წელს საქმე ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საქმე შეეხებოდა ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით (პარკინგით) და საბაჟო-სატერმინალო მომსახურებით სარგებლობის ბაზარს. მომჩივანი ავტოიმპორტიორები მიუთითებდნენ სადგომის საფასურის არაგონივრულ, ორჯერ და მეტად გაზრდაზე. მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა კანონდარღვევა და შპს „რუსთავის ავტობაზრობასა“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ ფინანსური სანქცია დააკისრა.სააგენტომ ჭარბი ფასების დასადგენად მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა (ე.წ. ორსაფეხურიანი ტესტი) გამოიყენა:
პირველი ეტაპი: დადგინდა, რომ ერთ საპარკინგე ადგილზე (ასევე განბაჟების მიზნით გაწეულ სატერმინალო მომსახურებაზე) დაწესებულ ტარიფებსა (მაგ. 10-15 ლარი) და რეალურ ხარჯს („ხარჯი პლუს გონივრული მარჟა“) შორის იყო მკვეთრი აცდენა, ანუ ფასი იყო ჭარბი. რეალურ ხარჯს („ხარჯი პლუს გონივრული მარჟა“)
შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ შემთხვევაში წარმოადგენდა 5.08 ლარი, შესაბამის პერიოდში მოქმედ ტარიფებსა (10 ლარი და 15 ლარი) და რეალურ ხარჯს შორის პროცენტულმა სხვაობამ შეადგინა 97%-დან 197%-მდე. რაც შეეხება „მიკადო ჯორჯიას“ რეალური ხარჯი წარმოადგენდა 3.48 ლარს. შესაბამის პერიოდში მოქმედ ტარიფებსა (5 ლარი, 10 ლარი, 15 ლარი) და რეალურ ხარჯს შორის პროცენტულმა სხვაობამ შეადგინა 44%,  148% და  331%.
მეორე ეტაპი: სააგენტომ შეაფასა, რომ ეს ჭარბი ფასი თავისთავად არასამართლიანად მაღალს წარმოადგენდა მომხმარებლებისთვის (ავტოიმპორტიორებისთვის).
საქმის ფარგლებში კომპანიების წილების დათვლა მოხდა როგორც ბრუნვის, ასევე საპარკინგე ადგილების მიხედვით. ორივე მეთოდის გამოყენების შედეგად, თითოეული კომპანიის წილი წლების მიხედვით მერყეობდა 65-დან 100%-მდე. საყურადღებოა, რომ მოკვლევის ეტაპზე მოპასუხე კომპანიებმა სააგენტოს არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად, რის გამოც ისინი სამ-სამჯერ დაჯარიმდნენ (ჯამში 26 000 ლარით). საბოლოოდ, სააგენტომ ინფორმაციის მოპოვება სასამართლოს შუამდგომლობის გზით უზრუნველყო.სააგენტომ ეკონომიკურ აგენტებს (ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს) კანონდარღვევისთვის დააკისრა 848 276 ლარის ოდენობით.ფარმაცევტული კომპანიების საქმე 2 (ჭარბი ფასი)სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გარკვეული მედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზაციას ეხებოდა. სააგენტომ 4 ეკონომიკური აგენტს დაუდგინა დაადგინა დარღვევა და მათ ჯამურად 559 357 ლარისოდენობით ფინანსური სანქცია დააკისრა.მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეკონომიკური აგენტები, კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით (რომელთაც არ გააჩნდათ ეფექტიანი ალტერნატივა/ჩამანაცვლებელი). ფლობდნენ დომინანტურ მდგომარეობას. მათ ეს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს და დააწესეს არასამართლიანად მაღალი ფასნამატი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეკონომიკური აგენტები მედიკამენტის თვითღირებულებაში უთითებდნენ ისეთ ხარჯებს, რომლებსაც ფასწარმოქმნასთან ობიექტური კავშირი არ ჰქონდა.  ეს არაობიექტური დანახარჯები არაპროპორციულად ზრდიდა საბაზო ღირებულებას, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის (პაციენტის) საზიანოდ, არასამართლიანად მაღალ საცალო ფასში ისახებოდა.მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეალურ ხარჯსა („ხარჯი პლუს გონივრული მარჟა“) და სადისტრიბუციო ფასებს შორის სხვაობა კონკრეტულ მედიკამენტებზე შეადგენდა 23%-იდან 140%-მდე. შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნული სხვაობა მიიჩნია ჭარბად და არასამართლიანად.სააგენტომ შესაბამისი კომპანიების საბაზრო წილი დაითვალა ინდივიდუალურად, კონკრეტული მედიკამენტების გათვალისწინებით. 2021-2023 წლების პერიოდში მათი ბაზრის წილი კონკრეტულ ინდივიდუალურ მედიკამენტებზე მერყეობდა 45%-100% შუალედში.მოკვლევის შედეგად,  4 კომპანიას ჯამურად დაეკისრა 559 357 ლარის ფინანსური სანქცია.