მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდ მწარმოებელს “ჰანიველ ცემენტის” თანამფლობელობა სურს – ირაკლი რუხაძე

საქართველოში იმყოფებიან მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც “ჰანიველ ცემენტის” თანამფლობელობით არიან დაინტერესებულები, – ამის შესახებ “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა. თუმცა მას არ დააკონკრეტა, რომელ კომპანიას გულისხმობდა.“თუ ეს მოხდა, ჩვენს კომპანიას ეს კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაიყვანს”, – აღნიშნა მან.ცნობისთვის, დღეს კასპში, “ჰანიველ ცენტრის” ახალი $70-მილიონიანი პროექტის პრეზენტაციაზე გაიმართა. პროექტი კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.