დედამ შვილი სცემა – “სისხლიანი დახმარებას ითხოვდა” – მედია

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა – ინფორმაციას „აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სრულწლოვან შვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა.
მეზობლების თქმით, შემთხვევის დროს აივანზე მყოფი კაცი სისხლდენით რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)