პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, წყვილთა სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრამაში 79.45 ქულა დაიმსახურეს (ტექნიკურ ელემენტებში 44.30, პროგრამულ კომპონენტებში კი 35.15 ქულა), რაც მათი საუკეთესო შედეგია და მეორე პოზიციაზე არიან – წყვილის ძველი რეკორდი 78.83 ქულა იყო.
პირველ ადგილზე 79.78 ქულით მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის გერმანული წყვილია.
დღეს მეტელკინა და ბერულავა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებენ და ოქროს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.