კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა. ანალიტიკურმა საიტმა Whoscored-მა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა:
მამარდაშვილი 6.6, კაკაბაძე 6.9, კაშია 6.4, კვირკველია 6.3, ლოჩოშვილი 6.7, კალანდაძე 5.9, ქოჩორაშვილი 6.2, კვეკვესკირი 6.2, მექვაბიშვილი 5.9, შენგელია 6.8, აზაროვი 6.0, ჩაკვეტაძე 6.9, დავითაშვილი 6.0, კვარაცხელია 8.7, მიქაუტაძე 6.6, ზივზივაძე 6.0.
სტუმართა გუნდიდან 7.2 შეფასებით საუკეთესოებად გოლების ავტორები მაკტომინეი და შენკლენდი დაასახელეს. ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება, 5.8 კრისტიმ მიიღო.
Flashscore-მა და Sofascore-მაც საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელეს –
შესაბამისად 8.3 და 8.0 ქულით. მაკტომინეის ორივე საიტმა 7.5 ქულა დაუწერა.