პენტაგონი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარებს გაგზავნის
25 მარ 202619:29
პენტაგონი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარების გარკვეულ რაოდენობას გაგზავნის.
შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა BBC-სთან საუბარში დაადასტურა და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფები გაიგზავნება.
82-ე დივიზია ჩრდილოეთ კაროლინაში დისლოცირებული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამხედრო დანაყფია, მისი რაზმები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 18 საათში შეიძლება აღმოჩნდეს.
უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.