21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს დღეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ტრავმის გამო, მიმდინარე შეკრებას ქუთაისის ტორპედოს შემტევი – ალეკო ბასილაძე გამოაკლდა.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).
მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, ), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, ), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, ), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, ), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).
NAKREBI.GE