მიგრანტების ეფექტმა ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, მიგრანტების ეფექტმა ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა, თუმცა მისი წილი ეკონომიკურ ზრდაში ბოლო პერიოდში მილევადია.
„მიგრანტების ეფექტი 2022-2023 წლებში მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასდროს არ ვუყურებდით ამას როგორც გრძელვადიან ფაქტორს, თუმცა თავისი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. მათ შორის ფულად ბაზარზეც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ კურსზე დაწოლის გარეშე შეგვეძინა მილიარდნახევარ დოლარზე მეტი და შეგვევსო ჩვენი რეზერვები. რაც სხვა შემთხვევაში ამ დოზით ვერ მოხდებოდა. ასევე გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილი, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენს ეკონომიკაში.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ახლა სხვა ფაქტორები განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას.
„ეს არის სხვადასხვა დარგის განვითარება, ეს არის თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის რისკ პრემია, რომელიც თანდათან შემცირდება და საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, გზავნილები დან შემცირებულია, მართალია პრეპანდემიურ დონემდე დაახლოებით ორჯერ მეტია თუმცა 2022-23 წლების პიკურ პერიოდთან შედარებით ახლა ნორმალიზებისკენაა წასული და გზავნილებში წინა პლანზე გამოდის ევროკავშირის ქვეყნები და და სხვა,”-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ