ვაშაძე ხოშტარიაზე: უსამართლობა ბობოქრობს, ბრძოლის გზა ერთად დგომაა

ქვეყანაში უსამართლობა ბობოქრობს. 4 შვილის დედა, მათ შორის, 3 არასრულწლოვნის, 1 წლითა და 6 თვით საპატიმროში გაუშვეს – ეს ხომ უსამართლოა […] ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება. ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.