„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მისი და მისი იჯახის წევრების მანქანების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს როგორ დააზიანეს უცნობმა პირებმა აქციების დროს ავტომობილები და მასზე წარწერები დატოვეს.
ლომჯარიას თქმით, რომ წარმოიდგინეს, რომ ამის გამო, შესაძლო,ა 4 შვილის დედისთვის ვინმეს წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა, ფიქრობს, რომ შესაძლოა “ნერვიულობისგან გულიც კი გასკდომოდა.“
ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრის მანქანებია, “რუსული კანონის” აქციების პერიოდში დააზიანეს – ჩაკეტილ სივრცეში შემოვიდნენ გვიან ღამით და წარწერები დატოვეს.
წარმოვიდგინე, რომ პოლიციას ამის გამო დაეკავებინა 4 შვილის დედა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალი და წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა, რა იქნებოდა ჩემი რეაქცია? ალბათ, გულიც გამისკდებოდა ნერვიულობისგან, უსამართლობის განცდისგან, პირველი ვიქნებოდი, ვინც გამოვექომაგებოდი, გავაპროტესტებდი და მოვითხოვდი პატიმრობის გაუქმებას.
მინდა, რომ ყველამ საკუთარ თავზე წარმოვიდგინოთ მსგავსი შემთხვევა, მე არ მეგულება საქართველოში კაცი, ვინც იგივეს არ გააკეთებდა, ოღონდ მის სახელთან მრავალშვილიანი დედის უსამართლო და სასტიკი პატიმრობა არ ყოფილიყო დაკავშირებული. ასეთი რამ შეიძლება დაუშვან მხოლოდ იმ კაცებმა, ვისაც თავისუფალი ნება აქვთ ჩამორთმეული. ვისაც არა აქვთ უფლება, საკუთარი სახელი, პატივი და კაცური ღირსება დაიცვან. დავფიქრდეთ ამაზე,- წერს ლომჯარია.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა – მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.




