“არ მქონდა არანაირი საშვი, აქვე ვიყავი სიონის წინ და მე ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ“ – სალომე ზურაბიშვილი

34
“დიდი იმე­დი მაქვს, ილია მე­ო­რე ძა­ლი­ან მძი­მე დროს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც დღეს შედ­გა, რო­მე­ლიც ბევ­რს არ მოს­წონს და არ უნდა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ“, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.
რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას, ვინ სად იდგა, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ პატ­რი­არ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წუ­ხი­ლი ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს.
„მინ­და, ყვე­ლას მი­ვუ­სამ­ძიმ­რო, რად­გან დღეს ეს არის ჩვე­ნი ყვე­ლას ერ­თობ­ლი­ვი დიდი წუ­ხი­ლი, რო­მელ­საც ერ­თად ვი­ზი­ა­რებთ. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ალ­ბათ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, არის სხვა მი­ზე­ზე­ბი პრო­ტო­კო­ლი თუ სხვა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ სად იდგა დღეს, ვინ, სად შე­მო­ვი­და და ვინ ვერ შე­მო­ვი­და. დღეს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას ჰქონ­და, რომ ყვე­ლა­ნი ვი­დე­ქით და ყვე­ლამ გა­მოვ­ხა­ტეთ პატ­რი­არ­ქის წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი გან­წყო­ბა, წუ­ხი­ლი, ტკი­ვი­ლი. ამა­ვე დროს, გვაქვს დიდი იმე­დი, რომ ის ჩვენ ამ ძა­ლი­ან მძი­მე დროს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ის ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც დღეს შედ­გა, ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ბევ­რს არ მოს­წონს და არ უნდა, ამ ერ­თო­ბას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. მგო­ნი, რომ პატ­რი­არ­ქი ამის ძა­ლას ნამ­დვი­ლად მოგ­ცემს“,- გა­ნუ­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა „ტვ პირ­ველს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!