ლიგა 1-ის ოცდამეშვიდე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „რენთან“ ფრეს მიაღწია – 0:0.
სტუმართა გუნდში გიორგი წიტაიშვილმა 85-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია კი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა.
წიტაიშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.5, Flashscore 6.1, whoscored 5.9.
ორივე გუნდში საუკეთესო „მეცის“ 28 წლის სენეგალელი მეკარე პაპ სი (სიმაღლე 203 სმ) იყო.
„მეცმა“ ზედიზედ 6 წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა, 14 ქულით აუტსაიდერია და 5 აპრილს „ნანტს“ უმასპინძლებს.
რენი. „როაზონ პარკი“
რენი – მეცი 0:0