38 წლის ასაკში ცნობილმა ფრანგმა შემტევმა დიმიტრი პაიემ გვაუწყა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მისი ბოლო კლუბი ბრაზილიური “ვასკო და გამა” გახლდათ, სადაც 2023 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა.
პაიე პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების ღირსებას იცავდა, როგორებიც “ნანტი”, “სენტ ეტიენი”, “ლილი”, “ვესტ ჰემი” და “მარსელია”. მან ეროვნული გუნდის ფორმა 38 შეხვედრაში მოირგო და 8 გოლი გაიტანა.
პაიემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე “მამლების” რიგებში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
