რეკორდსმენი გვარდიოლა – პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში

ინგლისის ლიგის თასის ფინალში “სიტიმ” “არსენალს” ნიკო ო’რაილის დუბლით 2:0 სძლია და ამ ტურნირის გამარჯვებულის ზედიზედ მეორედ გახდა.
მანჩესტერელთა დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ კი მწვრთნელებს შორის ინგლისის ლიგის თასის ტიტულებით რეკორდი დაამყარა.
პეპმა აღნიშნული თასი “სიტის” მეხუთედ მოაპოვებინა, ჟოზე მოურინიოს, ბრაიან კლაფისა და სერ ალექს ფერგიუსონის ანგარიშზე კი ლიგის თასის 4 ტიტული მოდის.
მანჩესტერ “სიტის” შემდეგი თამაში 4 აპრილს, FA თასის მეოთხედფინალში, “ლივერპულთან” გაიმართება.