მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და “რასინგმა” სწრაფად უნდა დაივიწყონ

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეთერთმეტე ტურში „რასინგმა“ მოულოდნელად სახლში „ალბასეტესთან“ დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა – 0:4.
არადა, აქამდე სანტანდერელებს ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდათ მოგებული.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა მე-60 წუთამდე ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.3, flashscore 6.1.
„რასინგი“ 59 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ალმერიას“ 4 ქულით უსწრებს და 29 მარტს სტუმრად „სარაგოსას“ შეხვდება.
სანტანდერი. „სარდინერო“
რასინგი – ალბასეტე 0:4
გოლები: 0:1 ბეტანკორი (3), 0:2 პეურტასი (6), 0:3 რუბიო (69), 0:4 რუბიო (82)
გაძევება: კანალესი (34, რასინგი)