ბუნდესლიგის ოცდამეშვიდე ტურში „ჰამბურგი“ გასვლაზე „დორტმუნდთან“ 2:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კვლავ სათადარიგო იყო.
„ჰამბურგი“ ჯერჯერობით 30 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 4 აპრილს „აუგსბურგს“ უმასპინძლებს.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი – ჰამბურგი 3:2
გოლები: 0:1 ოტელე (19), 0:2 ლოკონგა (38), 1:2 ბენსებაინი (73, პენ), 2:2 გირასი (78), 3:2 ბენსებაინი (84, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ნმეჩა (45, დორტმუნდი)