ლიგა 1-ის ოცდამეშვიდე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ნიცა“ 4:0 დაამარცხა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და შეუტიეს. აქტიურმა კვარაცხელიამ მომენტები შექმნა – ჯერ მისი დარტყმული ბურთი მეკარე დიუფმა მოიგერია, ცოტა ხანში მცველი ლამაზი მოძრაობით ჩამოიცილა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, შემდეგ კი თავით დაარტყა და ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა ბამ გამოიტანა. 42-ე წუთზე დუეს დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე სანსონს მოხვდა და მენდეშმა პენალტით „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველის პასით საჯარიმოში მენდეში შეიჭრა და კომბინაცია გოლით დუემ დააგვირგვინა. მერე ლის ნდაიშიმე ეუხეშა, მსაჯმა გააძევა და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 70-ე წუთზე „კვარას“ ლამაზი გოლი დემბელეს თამაშგარეში ყოფნის გამო არ ჩაითვალა. ხვიჩა 76-ე წუთზე შეცვალეს. ფერნანდესმა კი სადებიუტო გოლით ანგარიში გაზარდა, ზაირ-ემერიმაც გაიტანა და პარიზულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ-ს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 60 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანსს“ 1 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, სახლში „ტულუზასთან“ ჩაატარებს.
ნიცა. „რივიერა“
ნიცა – პსჟ 0:4
გოლები: 0:1 მენდეში (42, პენ), 0:2 დუე (49), 0:3 ფერნანდესი (81), 0:4 ზაირ-ემერი (85)
გაძევება: ნდაიშიმე (62, ნიცა)
