რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა

ლონდონში გამართულ UFC Fight Night-ზე, საშუალო წონით დივიზონში, რომან დოლიძე ინგლისელ კრისტიან ლეროი დანკანთან, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ორი რაუნდი ინგლისელი მებრძოლის უპირატესობით წარიმართა, მესამე რაუნდში კი რომანმა მეტოქის გაკონტროლება მოახერხა, მაგრამ ბოლო რაუნდში მომატება საკმარისი არ აღმოჩნდა და მსაჯებმა გამარჯვება დანკანს მიაკუთვნეს.
მსაჯთა ქულები დანკანის სასარგებლოდ ასე გადანაწილდა: 29-28, 29-28, 29-28.
ამრიგად, რომანი UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა, ჯამში MMA-ს კარიერაში მის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 5 მარცხია, დანკანის რეკორდი კი ამ გამარჯვების შემდეგ 14-2-ზე გახდა.