[VIDEOS] ოქროს გემო გავიხსენეთ – მაისურაძე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია, ჯავახიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ლუკა მაისურაძემ (90კგ) ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი დამატებით დროში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ქართული დაპირისპირება გაიმართა, რომელმაც 20 წლის ლუკა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა. მან ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა.
თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი და 100 კგ-ში მოასპარეზე ნიკა ხარაზიშვილი.